ხანძარი იყო ბათუმში - ცეცხლი ინასარიძის ქუჩაზე ერთერთ კორპუსში ბინას გაუჩნდა. უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრეებმა მრავალსართულიანი კორპუსიდან ადამიანების ევაკუაცია მოახდინეს.
დაკვამლიანების გამო ერთი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის საბოლოო ლოკალიზება. ადგილზე 7 სახანძრო ცისტერნა მუშაობდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია,თუმცა წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.