დღეს საღამოს ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში. ცეცხლი გირკელიძეების საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი მუშაობდა, სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ბუხრიდან გაჩნდა.