აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში არსებულ აფხაზეთის საჯარო სკოლებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ.
ორგანიზატორების თქმით, ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეების ცოდნისა და განათლების გაღრმავებას.
პროექტი სარაჯიშვილის ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა.
"ჩემი გეგმა არის პირველ ყოვლისა, გავმართოთ მაქსიმალურად ინფრასტრუქტურულად, იმიტომ რომ 21-ე საუკუნეში მოსწავლე უნდა სწავლობდეს კარგ პირობებში და ეს არის ჩვენი მოვალეობა. და მეორე, ჩემი ამოცანა არის მაქსიმალურად ყველა მოსწავლე იყოს ჩართული იმ ძალიან კარგ პროგრამებში, რომელიც ხორციელდება ცენტრალური განათლების სამინისტროს მიერ და არა მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ,“ - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია.