03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ვეფხვს წეროვანში ეძებენ

ამ წუთებში ვეფხვს წეროვანში ეძებენ. 

112-ში შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა. მოქალაქე, რომელმაც სამაშველო სამსახურში დარეკა, იტყობინებოდა, რომ მან ვეფხვი სწორედ წეროვანთან დაინახა.

სამაშველო სამსახურის და პოლიციის ბრიგადები წეროვანში არიან, სადაც ვეფვხის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.  

მანამდე ვეფხვს თუ ლომს გორთან, სოფელ რეხაში ეძებდნენ. მაგრამ აქ დატოვებული ცხოველის ნაკვალევი კატისებრთა ოჯახის არ აღმოჩნდა.

დღეს დილით განცხადება სამაშველო სამსახურში გაკეთდა, სადაც განაცხადეს, რომ გუშინ საღამოდან  ვეფხვის დანახვის 30-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. სამაშველო სამსახურმა რეაგირება ყყველა შემთხვევაზე მოახდინა, მაგრამ არც ერთი არ  დადასტურდა.

ამ დროისთვის ზოოპარკიდან დაკარგულად ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი ითვლება.    

 

ფოტო: არქივიდან  

ამავე თემაზე
დღის ამბები