03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ვერეს ხეობაში თანამედროვე ტიპის ნალექმზომი სადგური დამონტაჟდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი, მდინარე ვერეს ხეობაში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ თანამედროვე ტიპის ნალექმზომი სადგურის დამონტაჟებას ადგილზე დაესწრო.

ავტომატური გამზომი საშუალება მდინარე ვერეს აუზის ორ წერტილში დამონტაჟდა. მოსული ნალექების შესახებ ინფორმაციას კი სააგენტოს საკომუნიკაციო ცენტრს ონლაინ რეჟიმში გადასცემს.

სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, შედარებით გაუმჯობესდეს შესაძლო წყალდიდობა-წყალმოვარდნის პროგნოზი.

 
დღის ამბები