ვაქცინაციის პარალელურად ქვეყანაში შეზღუდვები მსუბუქდება. 19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დაიშვება, 1-ელი აპრილიდან კი მუშაობას საბავშვო გასართობი ცენტრები და კინოთეატრები განაახლებენ.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკის დაშვების აზრს ვერ ხედვას იმ დროს, როდესაც მომხმარებელი დაწესებულებებში 8 საათის შემდეგ ვერ შედის. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ისინი ვერ ახერხებენ მოქალაქეების მიღებას შაბათ-კვირას.
"ჩვენი სარესტორნო ბიზნესი მაქსიმუმ 8-ის ნახევრამდე მუშაობს. ასევე, შაბათ-კვირა, რომელიც რესტორნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა სამუშაოდ, ამ ვითარებაში ცოცხალი მუსიკის აზრი, ჯერჯერობით, უბრალოდ წარმოუდგენელია.
დანიშნულებით, რომ ცოცხალმა მუსიკამ დააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები, ვერ წარმომიდგენია. საკოორდინაციო საბჭოზე წინააღმდეგობა გასწია ამირან გამყრელიძემ და ეს დაშვება შაბათ-კვირის მოხსნა კიდევ გადაიდო ორი კვირით. სამწუხაროდ, ამირან გამყრელიძის სიტყვის გავლენის ქვეშ ვარდება მთლიანად მთელი საკოორდინაციო საბჭო,“ - ამბობს შოთა ბურჯანაძე.