03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ხვალიდან მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაენაცვლებიან

ხვალიდან მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული და საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაენაცვლებიან.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა.

„ბევრ უბანზე არის დამდგარი წყალი, სტიქიის ზონაშია დაღუპულ ცხოველთა ნეშტები, მომატებულია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები, გუშინ რამდენიმე მოხალისეს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ მაღალი ტემპერატურის გამო.

"ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ხვალიდან მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული და საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ.

 
დღის ამბები