19 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
გურიის რეგიონში ვაქცინაცია ჩაიშალა

დღეს გურიის რეგიონში ვაქცინაცია ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ აცრა გეგმურად დღეს უნდა ჩატარებულიყო, პროცესი ვერ შედგა. ოზურგეთში ვაქცინაციაზე დარეგისტრირებული ცამეტი მედიკოსიდან შვიდი აცრაზე არ გამოცხადდა.

იგივე მოხდა ჩოხატაურშიც. ჩოხატაურში ვაქცინაციაზე ორი მედიკოსი იყო დარეგისტრირებული, ხოლო დანარჩენი ცხრა ვაქცინაციის სიაში იყო შეყვანილი, თუმცა კლინიკა "მედალფას" დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დარეგისტრირებულმა ორმა მედიკოსმა ვაქცინაციაზე მოსვლა ვეღარ შეძლო.

გამომდინარე იქიდან, რომ AstraZeneca​-ს ვაქცინას, როგორც წესი, მინიმუმ ათ ადამიანს უკეთებენ, ვაქცინაციის პროცესი ჩოხატაურსა და ოზურგეთში იმუნიზაციის მომდევნო დღისთვის გადაიდო.

რაც შეეხება ლანჩხუთს, დღეს ლანჩხუთში ვაქცინაციის დღე არ ყოფილა. იმუნიზაცია გეგმის მიხედვით ხვალ უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ "რუსთავი2-ის" ინფორმაციით, ლანჩხუთელი მედიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ავად არის და ხვალ ვაქცინაციაზე მისვლას ვერ შეძლებს. შესაბამისად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ლანჩხუთში სამშაბათისთვის გადაიდო.  

დღის ამბები