19 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ევროპა AstraZeneca-ს უბრუნდება - მთავრობის მეთაურები დაკარგული ნდობის აღდგენაზე მუშაობენ

გერმანია ერთ-ერთი პირველია იმ 20-მდე სახელმწიფოს შორის, რომელმაც ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებიდან მალევე, "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა განაახლა.

იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ გერმანიაში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და ქვეყანაში არც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესებას გამორიცხავენ, ახლა გერმანიის ჯანდაცვის უწყებაში მთავარ ამოცანად იმუნიზაციის პროცესისადმი მოსახლეობაში დაკარგული ნდობის აღდგენას მიიჩნევენ.

გერმანიის მსგავსად, ვაქცინაციის პროცესი განაახლა საფრანგეთმაც, სადაც ჯერჯერობით,  მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტია აცრილი.

ვაქცინაციის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს იტალიაში, კვიპროსში, პორტუგალიაში, ნიდერლანდებში, ლატვიაში, ლიეტუვასა და ესპანეთში. იმუნიზაციის პროცესის გაგრძელებას ჯერჯერობთ არ ჩქარობს ირლანდია და შვედეთი.

ირლანდიისა და შვედეთისგან განსხვავებით ვაქცინის ეფექტურობასა და სანდობააში ეჭვი არ ეპარება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს. ამის დასადასტურებლად კი ჯონსონი აიცრება. 

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის პროცესი მას შემდეგ შეაჩერა, რაც მილიონობით აცრილი ადამიანიდან ორმოცამდე ადამიანს თრომბოზი განუვითარდა. გუშინ ევროპის წამლების სააგენტომ "ასტრაზენეკა" ოფიციალურად უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინად ცნო. თრომბების წარმოქმნის "ასტრაზენეკასთან" კავშირი კი ამ დრომდე ოფიციალურად არ დასტურდება.

მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი 132 ქვეყენაში მიმდინარეობს, ამ დროისთვის 410 მილიონი ადამიანია აცრილი.

დღის ამბები