19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
დამამცირებელი მოპყრობა და მუხლებზე დამდგარი არასრულწლოვნების ბოდიში - უფროსების სადამსჯელო მეთოდები ლაგოდეხში

ბავშვებზე ძალადობის ფაქტი კახეთში. მუხლებზე დამდგარი არასრულწლოვნების ბოდიში სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით გავრცელდა.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ფიგურირებენ ერთ-ერთი დაზარალებული ბავშვის ბებია და კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარის მშობლები.

მუხლებზე დამდგარი არასრულწლოვნები ბოდიშს საკუთარ თანაკლასელს უხდიან. მსგავსი ფორმით პატიების თხოვნა ბავშვების გადაწყვეტილება არ ყოფილა.

ბავშვებს ასეთი ფორმით ბოდიშის მოხდა მშობლებმა აიძულეს. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა, ისმის, რომ მუხლებზე დამდგარი არასრულწლოვნები იმ პირის მითითებებს ასრულებენ, ვინც ვიდეოს იღებს.

მასალაში კარგად ჩანს, როგორ აიძულებენ სკოლის მოსწავლეებს ბილწსიტყვაობასა და საკუთარი თავების დამცირებას. გადაღების დასრულების შემდეგ კადრები ბავშვების კლასელებსაც აჩვენეს.

საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

დღის ამბები