ანაფილაქსიური შოკი, ანუ მძიმე ალერგიული რეაქცია COVID-ვაქცინაციის პროცესში ისევე, როგორც ზოგადად სხვა სახის აცრების დროს, ერთ-ერთი იშვიათი გვერდითი მოვლენაა, რომელიც შესაძლოა, ადამიანს აცრის შემდეგ გამოუვლინდეს. თუმცა, დროული რეაგირებისა და ჩარევის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა სირთულეს არ წარმოადგენს.
სტატისტიკის მიხედვით, კორონავირუსის იმუნიზაციის პროცესში ასეთი გართულებები არც ისე ბევრია.
დიდი ბრიტანეთი:
Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) - 5 მილიონი აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 41-ს. ანუ, 122 ათასი აცრიდან ერთ შემთხვევაში.
გერმანია:
Oxford/Astra Zeneca (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი) – 363 000-დან დაფიქსირდა 3 ანაფილაქსიური შემთხვევა. 121 ათას აცრაზე - ერთი.
Pfizer/BioNtech (აშშ/გერმანია) – 5 387 000 აცრილ ადამიანში დაფიქსირდა 63 ანაფილაქსიური შოკი.
Moderna (აშშ) – 168 189 აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 1 ადამიანს.
აშშ:
Pfizer/BioNtech - 2,5 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე.
Moderna (აშშ) - 11,1 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე.
ავსტრალია - უახლესი, 17 მარტის მონაცემი:
Oxford/Astra Zeneca – 9 652 აცრილიდან ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა 1 შემთხვევაში.
Pfizer/BioNtech – 13 292 აცრილიდან ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა 1 ადამიანს.