ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმედოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალებაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.