ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმდჯომარემ მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებაზე სამი მსხვილი კომპრომისული საკითხი დადო.
"მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, ვფიქრობ, მალე მომეცემა საშუალება დეტალებზე ვისაუბრო. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან, არა ერთი და ორი, არამედ სამი და მეტი მსხვილი კომპრომისული წინადადება იყო.
იყო პრინციპული საკითხები, სადაც სამართლის და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების წინააღმდეგ არ წავედით. ამაზე გაცილებით მეტი იყო ის კომპრომისული წინადადებები თავისი დეტალური ჩაშლით, რაზეც წარმოუდგენელი იყო უარის მიღება.
მათი მხრიდან კომპრომისული ნაბიჯი არც ერთი არ გადმოდგმულა,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.