ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გარდაცვლილი ექთნის ექსპერტიზას ოჯახი დათანხმდა.
"ამ წუთებში, მიმდინარეობს გაფართოებული კვლევა და გარდაცვლილის ოჯახი დათანხმდა ცხედრის ექსპერტიზას, რომელიც ჩვენ მოგვცემს უფრო დეტალურ პასუხს, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ისმის.
რეგულირების სააგენტო ფაქტის დადგომიდან ორ საათში იყო ადგილზე და დაიწყო მოკვლევა ყველა იმ ჩატარებული ღონისძიების, რომელიც პროტოკოლით იყო განსაზღვრული. არ იკვეთება არანაირი გადაცდომა და ვერ დავადასტურებ ვერაფერს,"-აღნიშნა ეკატერინე ტიკერაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი ექთნის ოჯახს მადლობა გადაუხადა ექსპერტიზაზე თანხმობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოში იშვიათად თანხმდებიან ექსპერტიზის ჩატარებას გარდაცვლილის ოჯახის წევრები.