19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ვაქცინაცია გურიასა და მაღალმთიან აჭარაში დროებით შეჩერებულია - მიზეზად მიმართვიანობის სიმცირე სახელდება

ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებამ ქვეყანაში ვაქცინაციის შესახებ გავრცელებულ შიშებს ახალი ბიძგი მისცა. შემცირდა მიმართვიანობა, ექიმების ნაწილი აცრაზე უარს აცხადებს. უბედური შემთხვევის შემდეგ, ვაქცინაცია ზოგიერთ რეგიონში შეწყდა, იმუნიზაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში გრძელდება.

ვაქცინაციის პროცესი გურიასა და მაღალმთიან აჭარაში დროებით შეჩერებულია, მიზეზად კი მიმართვიანობის სიმცირე სახელდება. კერძოდ, ლანჩხუთში დარეგისტრირებული 13 მედიკოსიდან აცრაზე 7 არ გამოცხადებულა, ვაქცინაციაზე უარი თქვა ჩოხატაურში დარეგისტრირებულმა ორმა მედიკოსმაც.

"ყველა დაწესებულება აღჭურვილია სათანადოდ და პერსონალი, რომელიც არის ჩართული იმუნიზაციის პროცესში, არის გადამზადებული. აჭარაში გამოყოფილი 3980 ვაქცინიდან გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, აცრილი იყო 389 პირი, დღესაც არის დაჯავშნული. რესპუბლიკური საავადმყოფო აგრძელებს მიღებას.

მიმართვიანობა არის მცირე და ამის გამო არის დროებით შეჩერებული. ჯავშანი არის ნებაყოფლობითი, მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, ამიტომ ყველა აკეთებს ჯავშანს მისთვის სასურველ დღეს,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, რუსუდან შავიშვილი. 

დღის ამბები