19 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
​ხარაგაულში, ჩინური კომპანიის სამშენებლო ტერიტორიაზე ცეცხლი ლიკვიდირებულია

​ხარაგაულში, ჩინური კომპანიის  სამშენებლო ტერიტორიაზე ცეცხლი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ ადგილზე კონტეინერს ცეცხლი ეკიდა, თუმცა გამოძახება მალევე გააუქმეს.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფი უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მაინც გავიდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ კონტეინერს გაუჩნდა, სადაც კომპანიის თანამშრომლების ცხოვრობენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები