შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით კიდევ ერთ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს.
სპეციალური ტექნიკური საშუალება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს მოემსახურება და კახეთის რეგიონში, სამსახურის რესურსს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.