19 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
40 ათასამდე ბიძგის შემდეგ ისლანდიის დედაქალაქთან ახლოს ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში, დედაქალაქ რეიკიავიკიდან 35 კილომეტრში ვულკანი ფაგრადალსფიალი ამოიფრქვა. მიძინებული ვულკანის ამოფრქვევას წინ სეისმური აქტივობის ზრდა უძღოდა. ადგილზე 40 ათასამდე სუსტი მიწისძვრა დაფიქსირდა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო, ისლანდიის უდიდეს აეროპორტში ფრენები დროებით შეწყდა. ამოფრქვევის შედეგად გამოწვეული ნაპრალის სიგრძე, დაახლოებით, 500 მეტრია.

ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, ამოფრქვევის ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.

დღის ამბები