ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე აღმოჩენილია კიდევ ერთი დაბზარული მონაკვეთი. გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ეს ტერიტორია გაცილებით ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან, ვიდრე ადგილი, რომელიც გუშინ მოექცა ყურადღების ცენტრში.
გეოლოგის თქმით, კვლევების ჩატარებამდე ტერიტორიის გარშემო მიმდინარე მშენებლობები უნდა შეჩერდეს.
"ერთი ტექტონიკური სტრუქტურაა და რეალურად, ერთი და იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ იქ უკვე პროცესი არის დინამიკაში, ძლიერ დინამიკაში მოსული. აქ ახლა იწყებს. როცა გამოფიტულია ქანი, ამხელა კორპუსებით დატვირთვას ვერ იტანს გრუნტი და შესაბამისად, ხდება უკვე მოწყვლადი, განიცდის დეფორმაციას და შემდეგ მოდის როგორც მეწყერი,“ - ამბობს თეა გოდოლაძე.
ვაშლიჯვარში გაჩენილ ნაპრალებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში 16 საათზე ბრიფინგია დანიშნული.