19 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა

სახალხო დამცველი და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მოუწოდებენ მთავრობას, "ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, 21 მარტს დროებით მოხსნას გადაადგილების შეზღუდვა. ნინო ლომჯარიას თქმით, ეს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, შეუფერხებლად და ღირსეულად აღნიშნონ ნოვრუზის დღესასწაული.

მანამდე, აღნიშნული თხოვნით მთავრობას საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ორგანიზაციებმა მიმართეს. მთავრობამ მათ წერილს უარით უპასუხა და მიზეზად მსგავსი ღონისძიებების დროს, ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების მომატებული რისკი დაასახელა.

დღის ამბები