03 ოქტომბერი 2024,   00:44
ვრცლად
სტიქიის დროს დაკარგულ 3 ადამიანს ვერ პოულობენ

სტიქიის დროს გარდაცვლილების ცხედრებს მარხავენ. სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან 19 უშუალოდ ღვარცოფით დაიღუპა, ერთი კი ვეფხვმა დაგლიჯა.

შსს-ის ინფორმაციით, კვლავ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

დაშავებულების რაოდენობა ექვსია. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

 

ავტორები: ელენე ფირცხალაიშვილი, თათია ხორბალაძე, ემა გოგოხია, რეზო დიდბერაშვილი.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები