ნახევარი ტონა ცხენის ხორცი ბათუმის აგრარულ ბაზარში - სურსათის უვნებლობის სამსახურმა 500 კილოგრამამდე საკვებად უვარგისი ცხენის ხორცი ბაზრის საწყობიდან ამოიღო.
უცნობია, როგორ და სად აპირებდა მეპატრონე ცხენის ხორცის რეალიზაციას და ჰქონდა თუ არა უკვე გაყიდული დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი.
ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.
მათივე ცნობით, კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.