19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
ნარკოდანაშაული ბათუმში - თურქეთის მოქალაქეს 5-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ნარკოდანაშაული ბათუმში - პოლიციამ 48 წლის თურქეთის მოქალაქე ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავა. საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებებიც, სადაც ჩანს გასაღების უშუალო პროცესი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი დაკავებულს 5-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მამაკაცი ბათუმში დროებით ცხოვრობდა, რა პერიოდის განმავლობაში ეწეოდა ის უკანონო საქმიანობას უცნობია. მეზობლები ამბობენ, რომ კომუნიკაცია ბრალდებულს მათთან არ ჰქონია.

ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად რამდენიმე სახეობის ნარკოტიკი ამოიღეს. მათ შორის "სუბოქსინის“ 502 აბი, "მეტამფეტამინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება, 849 აბი და 12 ნატეხი "მდმა". 

დღის ამბები