თანამედროვე ქართველი მხატვრები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ. პროექტი, რომელიც მამუკა ცუცქირიძეს ეკუთვნის, "იარტ გალერეას" ხელშეწყობით განხორციელდა.
ჯგუფური ხატვა ნატურიდან საექსპოზიციო სივრცეში 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, თითო ავტორმა პროექტის განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული ნამუშევარი შექმნა.
შექმნილი ფერწერული ტილოები ხარაგაულში ლევან ცუცქირიძის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დარჩება.
სწორედ რეგიონში ამ მუზეუმისა და ხელოვნების სკოლის დაარსების იდეამ გააერთიანა 20-მდე ქართველი თანამედროვე მხატვარი.