გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის დედა უკვე საქართველოშია. ის ტრაგიკული ფაქტის შემდეგ საქართველოში იტალიიდან დაბრუნდა. შვილმკვდარმა დედამ აეროპორტში მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.
მეგი ბაქრაძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ალერგიული არ იყო. მისივე თქმით, გარდაცვლილი ექთანს საკეისრო კვეთა ჰქონდა გაკეთებული.
შეგახსენებთ, 18 მარტს 27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში“ აცრეს, მას რამდენიმე წუთში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. პაციენტი მალევე თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა 19 მარტს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ დაიწყო.