19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
დაარღვიეს თუ არა ექიმებმა პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვები - ხალხმრავალი იუბილე ერთ-ერთ რესტორანში

სოციალურ ქსელში ფოთის ერთ-ერთი კლინიკის ექიმების ვიდეო გავრცელდა, სადაც ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს "ბომონდის"კლინიკის თანამშრომლები ხუთი ექიმის იუბილეს აღნიშნავენ.

ვიდეო ერთ-ერთმა ექიმმა ქეთი გუნიამ შაბათს საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რესტორანში შეკრებილები რეგულაციებს არ იცავენ.

"რუსთავი 2" დაინტერესდა, დაარღვია თუ არა მედპერსონალმა კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები.

ერთ-ერთი ექიმი ქეთი გუნია "რუსთავი 2"-თან საუბრისას ადასტურებს, რომ დაბადების დღე 5-მა ადამიანმა ერთად აღნიშნა.

მისივე თქმით, მათ ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ დაურღვევიათ და პარასკევს, საღამოს 20:00 საათზე დაიშალნენ.

ამასთან, ექიმი არ მიიჩნევს, რომ რაიმე სახის რეგულაცია დაარღვიეს.

"შაბათ დღეს არ იყო, პარასკევს აღვნიშნეთ. ზუსტად 8 საათზე დავიშალეთ. 20-25 ადამიანი ვიყავით. კომენდანტის საათამდე 1 საათით ადრე დავიშალეთ. ზუსტად 8 საათი იყო," - განაცხადა ქეთი გუნიამ "რუსთავი2-თან" საუბრისას.

 

დღის ამბები