ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 277 480 შეადგინა.
კოვიდინფექცია კიდევ 189 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 269 973 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 9 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 700 გახდა.
ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 11 923 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6 328, PCR ტესტით - 5 595.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,2%, ბოლო 14 დღის - 1,55%, ბოლო 7 დღის - 1,63%.