19 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ერთი სამშობლო და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს - არჩილ თალაკვაძემ მარნეულში მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველის პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატთან ზაურ დარგალთან და პარლამენტის წევრ სავალან მირზოევთან ერთად მარნეულში მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული არჩილ თალაკვაძემ თანამოქალაქეებს სოციალური ქსელის მეშვეობითაც მიულოცა, რომელსაც პარლამენტის პრესცენტრი ავრცელებს.

"საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს! ჩვენ ერთი სამშობლო და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. გილოცავთ გაზაფხულის, იმედის და განახლების დღესასწაულს! ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!" - ნათქვამია გავრცელებულ მისალოც ტექსტში.

დღის ამბები