19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
არ იყვნენ გადამზადებული ვაქცინის ჩასატარებლად, სათანადოდ ვერც დახმარება გაუწიეს და ვერც ვაქცინაცია ჩაუტარეს - გარდაცვლილი ექთნის ახლობლები

ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ალტერნატიული ექსპერტიზაც ჩატარდება. ასეთია ოჯახის გადაწყვეტილება.

მეგი ბაქრაძის ახლობლები ამბობენ, რომ სრული სურათი ექსპერტიზის დასკვნით გამოჩნდება, რის შემდეგაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება.

"ჰქონია ჩივილები, რაღაც წამალი მიუღია, თავის ტკივილი ჰქონია წინა დღეს, მეორე დღეს წამალი დაულევია და წასულა ასაცრელად. მაგას ვადგენთ ახლა, რატომ მიიღო ეს მედიკამენტი, ვინ მისცა?! ჩვენ ვერავის ვერ დავადებთ ხელს, არ ვიცით... როგორც ინფორმაცია გვაქვს, ეს მედიკამენტი საავადმყოფოში მისცეს," - განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ამ დროისთვის ისმის ბრალდებები ექიმების მიმართ. ოჯახი ამტკიცებს, რომ სამედიცინო პერსონალი მზად არ იყო 27 წლის ექთნის გადასარჩენად.

"არ იყვნენ გადამზადებული, მომზადებულები მაგ ვაქცინის ჩასატარებლად. სათანადოდ ვერც დახმარება გაუწიეს და ვერც ვაქცინაცია ჩაუტარეს. გაეკეთებინათ სინჯი, ალერგიული იყო თუ არა," - აღნიშნა ახლობელმა. 

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

 

დღის ამბები