03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
"კონტექსტიდან ამოვარდნილი", "უხერხული", "შეურაცხმყოფელი" - ზურაბ აბაშიძე ივანიშვილის განცხადებას აფასებს

თავისუფალი დემოკრატების დეპუტატმა, ზურაბ აბაშიძემ, 13 ივნისის სტიქიის დროს ხელისუფლების მოქმედებები შეაფასა და განაცხადა, რომ "მთავრობა სრულიად უბადრუკი აღმოჩნდა ამ გამოწვევების წინაშე". 

„ჩვენ დავინახეთ, ყოველდღიურ რეჟიმში როგორ უჭირდათ გადაწყვეტილებების მიღება და სრულიად უსუსურები ჩანდნენ. მთლიანობაში ხელისუფლების წარმომადგენლებზე გადადის პასუხისმგებლობა. მივდივართ ისევ იმ პრობლემასთან, რომ არაფორმალურ მმართველობასთან გვაქვს საქმე და ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ იღებს,“ - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძემ სტიქიის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და მას კონტექსტიდან ამოვარდნილი უწოდა.

„საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. ასეთი განცხადებები არა მხოლოდ უხერხულია, არამედ შეურაცხმყოფელიც არის,“ - ამბობს აბაშიძე.

აქვე თავისუფალი დემოკრატების დეპუტატი ივანიშვილის მხრიდან რუსთავი2-ის კრიტიკასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვის მოწონს და ვის არ მოსწონს რუსთავი2, ეს სხვა საკითხია. ფაქტია, რომ ტელევიზიას აქვს მაღალი რეიტინგი" და, როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, "დღევანდელ ქვეყანაში მედიის თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს".

 
დღის ამბები