პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად დაკავშირება.
"21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. წელს მთავარი გზავნილი კავშირების და მონაწილეობის გაუმჯობესებაა, რადგან კოვიდ19-ის პანდემიამ დამატებითი სირთულე და ბარიერები შეუქმნა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს.
ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომ დაუნის სინდრომის მქონე ყოველ ადამიანს შეეძლოს საზოგადოებასთან, გარემოსთან სრულყოფილად #დაკავშირება," - წერს არჩილ თალაკვაძე