19 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
"აქედანვე მკვდარი გადაიყვანეს...ბატონმა ლევანმა მითხრა, რომ 1% არ იყო მაგის გამოყვანის" - გარდაცვლილი ექთნის მეუღლე

რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება ახალგაზრდა გარდაცვლილ ექთანს მეგი ბაქრაძეს?! - ოჯახს სამედიცინო პერსონალის მიმართ კითხვები აქვს. როგორც ახალგაზრდა ექთნის ახლობლები ამბობენ, ინფორმაცია, რომელსაც მათ ექიმები ახალციხეში აწვდიდნენ, რეალობას აცდენილი იყო.

"კურიერი" გარდაცვლილის მეუღლეს ესაუბრა. ის  ტრაგედიის დღეს  და იმ დეტალებს იხსენებს, რომელიც მისთვის საეჭვოა. ოჯახის მოთხოვნაა, გამოძიებამ ყველა გარემოება შეისწავლოს.

"თბილისში რომ გავაგზავნეო, მაგას ტვინის 90% ჰქონია უკვე გათიშული, ქერქი, რაც ბატონმა ლევანმა მითხრა მე, რომ 1% არ იყო მაგის გამოყვანის. მკვდარი დამხვდა, მივედი 4 საათზე. აქედანვე მკვდარი გადაიყვანეს. ჩემი მეუღლე არაფერს არ მიმალავდა. გემოგლობინი ჰქონია მე მგონი მაღალი და პოტრომბინი დაბალი. ერთ-ერთ ექთანს უთქვამს, რომ ამ ორი ტაბლეტიდან ერთს მიიღებ დილით და მეორეს მიიღებ გაკეთებიდან დილით...ყველაფერი იქნება რიგზეო. მაგას ვადგენ და ვერ გავიგე, რომელი ექიმია და რომელი ექთანია," - აღნიშნა მეგი ბაქრაძის მეუღლემ მანუჩარ კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძემ "ასტრაზენეკას" ვაქცინა ახალციხეში, კლინიკა "იმედში" გაიკეთა, რის შემდეგაც ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

დღის ამბები