19 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
განსაკუთრებული გრძნობებით აღვნიშნავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ამ დღეს განსაკუთრებული გრძნობებით აღნიშნავს.

"ჩვენმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის, განათლების, სოციალური და დასაქმების პოლიტიკის მიმართულებებით არაერთი ნაბიჯი გადადგა დაუნის სინდრომის მქონე თანამოქალაქეთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშესაწყობად, თვითრეალიზაციის პირობათა შესაქმნელად.

და მაინც, ჯერ კიდევ ბევრი შრომა გვმართებს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიგმებისა და მცდარი შეხედულებების დასაძლევად და ამავდროულად, დაუნის სინდრომის მქონე ჩვენს მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად, მათი მეტი ჩართულობისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
 
ჩვენ ვქმნით თანასწორ ადამიანთა საზოგადოებას, სადაც ყველას, განურჩევლად ნებისმიერი განსხვავებისა, ერთნაირად აქვს გზა ხსნილი საგანმანათლებლო, შემოქმედებით, სპორტულ, ბიზნესისა თუ საჯარო სფეროებში მონაწილეობისთვის; სადაც ყველას შეუძლია ქვეყნის სასიკეთოდ იშრომოს და ღირსეულად იცხოვროს ახლობლების გარემოცვაში. სადაც ჩვენ ვითვლით არა ქრომოსომებს, არამედ - ერთმანეთისთვის გაწეულ შრომას და ერთად მიღწეულ მიზნებს, - აღნიშნა პრემიერმა.
დღის ამბები