ჭყონდიდის ეპარქიაში მართლმადიდებლობის ზეიმის დღის აღსანიშნავად საზეიმო წირვა ჭყონდიდელ მიტროპოლიტთან ერთად კიდევ 12-მა მღვდელმთავარმა აღავლინა. მათ ქადაგების დროს მეუფე სტეფანეს მხარდაჭერა აღუთქვეს.
წირვის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის ეპარქიაში 200-კაციანი ტრაპეზი მოეწყო.
თავად მეუფე სტეფანე კიდევ ერთხელ მოუწოდებს 8 მარტის ინცინდენტში მონაწილე პირებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, სინანულისა და შენდობის თხოვნისკენ.
დღესვე "პატრიოტთა ალიანსის ლიდერებმა დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ათონის მთიდან ჩამოტანილი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის ასლი დააბრძანეს. ის ტაძარში 1 კვირა დარჩება.