თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24 საათიანი მონიტორინგი.
ცნობისთვის, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე დროებით საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ("112") ვაშლიჯვრისკენ, "ბიპის" ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.