19 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
როგორ მოვემზადოთ ვაქცინის გაკეთებამდე - მარინა ენდელაძის რეკომენდაცია "დღის კურიერში"

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე იმ რეკომენდაციების შესახებ საუბრობს, რომელიც ვაქცინაციამდე მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ.

მისი თქმით, პირველ რიგში, ის პირები, რომლებიც ვაქცინის ჩატარებას გეგმავენ, წინა დღეებში თავს ჯანმრთელად უნდა გრძნობდნენ.  

"წინა დღეებში თავს უნდა გრძნობდნენ დამაკმაყოფილებლად, შეიძლება თავის მედიკამენტებს იღებენ ქრონიკული პათოლოგიების მქონე მოქალაქეების და აგრძელებენ ამ მედიკამენტების მიღებას, მაგრამ აუცილებლად წინა დღეებში უნდა ვეცადოთ ნაკლებად ალერგიული საკვები მივიღოთ და ალერგენებთან არ გვქონდეს შეხება და თავს გრძნობდეთ ჯანმრთელად, არ იყოთ ავად. ამ ასაკის პაციენტებში კონტაქტი მაინც უნდა იყოს ალბათ ოჯახის ექიმთან,“ - ამბობს მარინა ენდელაძე.

დღის ამბები