კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მსახიობი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
როგორც "რუსთვი 2-ს" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა, მსახიობი აპარატის გარეშე სუნთქავს, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.
კახი კავსაძე 6 კვირაზე მეტია კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით არის მოთავსებული. როგორც "რუსთავი 2-ს" მსახიობის ოჯახში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.
ოჯახის ინფორმაციითვე, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარება კორონავირუსის გადატანის შემდეგ დაიწყო.
შეგახსენებთ, კახი კავსაძეს კორონავირუსი 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.