ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ბრიუსელში ჩადის. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ის შეეცდება ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცებას და ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კონტრტერორიზმი, კორონავირუსის პანდემია და კლიმატური ცვლილებები.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები სამშაბათს და ოთხშაბათს არის დაგეგმილი. ბლინკენი ცალკე შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.
"სახელმწიფო მდივნის გამოსვლა ნატოში ხაზს გაუსვამს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობას და ფოკუსირებული იქნება ალიანსების განახლებასა და განმტკიცებაზე," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.