19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წლის ზემოთ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი Pfizer-ს და AstraZeneca-ს შორის - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, 4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია აცრილი.

მისი თქმით, კვირის ბოლომდე ქვეყანა  Pfizer-ის ვაქცინას ელოდება და როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წლის ზემოთ პირებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის  არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ. 

"4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის დღევანდელი მდგომარეობით აცრილი. ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება 25 მარტიდან 65 წლის ზემოთ პირებისთვის.

ამ კვირის ბოლომდე ველოდებით Pfizer-ის ვაქცინას, ასე რომ, როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე 65 წლის ზემოთ პირებსაც ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი გარკვეული ლიმიტების ფარგლებში Pfizer-ს და AstraZeneca-ს შორის.

შემდეგ უკვე ველოდებით დამატებით დოზებსაც აპრილის ბოლოსკენ, რაც ასევე განსაზღვრულია კოვაქსის პლატფორმით,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები