გერმანია კორონავირუსის ტალღის შესასუსტებლად შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს. "როიტერსის" ინფორმაციით, დღეს დილით ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შეზღუდვები, რომლებიც 28 მარტს უნდა მოხსნილიყო, 18 აპრილამდე შენარჩუნდება.
"ჩვენ, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი პანდემია. ჩვენ გვაქვს ახალი ვირუსი, რომელიც არის იმავე ტიპის, თუმცა სულ სხვა მახასიათებლებით. შესამჩნევად მაღალი სიკვდილიანობის, მეტად უფრო გადამდები და უფრო დიდხანს გრძელდება,"- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.