ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ შეფასებები გერმანელმა ექსპერტმა გააკეთა.
პეტერ ნიუმანის განცხადებით, ამ ეტაპზე განხორციელებული უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად სწორია, კერძოდ, გზის დაკეტვა და შეზღუდვის განხორციელება.
"ეს არის შესაძლო მასშტაბური მეწყრის სავარაუდო ინიცირების ფაზა. უნდა განვახორციელოთ პირველადი ზომები და ამ ზომებში შედის გასამაგრებელი სამუშაოები, დრენაჟები და სამონიტორინგო ზომები.
რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ დიდი ყურადღება, დავეყრდნოთ შესაბამის გეოლოგიურ კვლევებს და ამის მიხედვით გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები,"- განაცხადა გერმანელმა ექსპერტმა პეტერ ნიუმანმა.
სპეციალისტები მეწყრულ ზონაში გუშინ იმყოფებოდნენ და დაზიანების მასშტაბები დეტალურად შეისწავლეს.