19 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
ნალექიანი ამინდების შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის მეწყრული ზონის მიმდებარედ სრულად გაჩერდება - თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მეწყრული ზონაა, ნალექიანი ამინდების შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოები  სრულად გაჩერდება. 

"გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაციის შემდეგ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნალექიანი ამინდების შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები,"- აცხადებს ირაკლი ბენდელიანი. 

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ შეფასებები გერმანელმა ექსპერტმა გააკეთა. 

პეტერ ნიუმანის განცხადებით, ამ ეტაპზე განხორციელებული უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად სწორია, კერძოდ, გზის დაკეტვა და შეზღუდვის განხორციელება.

დღის ამბები