"გურული დღიურების" ფონდის ფარგლებში დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაწესდება. ფონდი სტიპენდიებს ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლების მოსწავლეებს დაუნიშნავს. ინფორმაციას ფონდის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა ამ დიდი კაცის ხსოვნის პატივსაცემად და მცირე მოვიფიქრეთ. #გურული დღიურების ფონდი დათა პაპას სტიპენდიას დააწესებს და მას ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს დაუნიშნავს პერიოდულად,” - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
დეტალებს დათა პაპას სტიპენდიის შესახებ stipendia.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.