19 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
ალერგიული გამოვლინებები Pfizer-ის ვაქცინაზე ოდნავ მეტიც იყო სტატისტიკურად, თუმცა ფატალურ შემთხვევებზე არ არის საუბარი - კოკი იონათამიშვილი

სამოქალაქო პლატფორმის ”საქართველო - 3 ზღვის ინიციატივა" დამფუძნებლის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ AstraZeneca-ს ვაქცინას ანიჭენებ. რაც შეეხება ალერგიულ გამოვლინებებს, როგორც კოკი იონათამიშვილი ამბობს, მსგავსი რეაქციები Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაშიც დაფიქსირდა, თუმცა ფატალურ შემთხვევებზე საუბარი არ არის. 

"ასეთი ალერგიული გამოვლინებები იყო Pfizer-ის ვაქცინაზეც, რამდენადაც მე ვიცი, ოდნავ მეტიც იყო სტატისტიკურად. თუმცა, ფატალურ შემთხვევებზე ამჯერად არ არის საუბარი. მაგრამ მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჯანმოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია AstraZeneca-ს ვაქცინა, იმიტომ, რომ ჯანმო არის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც "კოვაქს" პლატფორმით ავრცელებს ვაქცინებს და ამ ვაქცინების 90% სწორედ არის AstraZeneca-აა. მათ შორის კოვაქს პლატფორმაში საქართველოც მონაწილეობს. ასე რომ ჯანმო ბუნებრივია, დაინტერესებულია ყველა ვაქცინის ეფექტურობით და უსაფრთხოებით, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ AstraZeneca-ს ვაქცინას მიექცევა, იმიტომ, რომ კოვაქს პლატფორმა 90%-ზე მეტს ამ ვაქცინებით მოამარაგებს.

ფაქტობრივად, მთელი წინა ბრიფინგი მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობაზე იყო საუბარი, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ევროპაში ეს კამპანია შეჩერდა ნელ-ნელა, რომელიც, ჩემი აზრით, ხელოვნურად იყო გამოწვეული და ნდობა ნელ-ნელა ამ ვაქცინის მიმართ ევროპაშიც გაიზრდება,“ - განაცხადა კოკი იონათამიშვილმა. 

დღის ამბები