საქართველოში ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის თქმით, მათ შორის ძირითადი ბრიტანული შტამია.
"ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად, ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.