ქვეყანაში ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც დღეს ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა, განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ "დღის კურიერში" გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია ბრიტანულ ქვეტიპზე, რომელთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ანალიზის პროცესი დაწყებული აქვს.
"არის ბრიტანულ ქვეტიპზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა და ახლა სექვენირების, ანუ ანალიზის პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაწყებული აქვს. როგორც კი ექნება დამატებითი ინფორმაცია თუ რამე სხვა შტამიც გამოიკვეთა, ამასაც გვეტყვიან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეპიდემიური სურათი არის საყურადღებო და ამდენად, წესების დაცვა მნიშვნელოვანია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.