19 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
გია გაჩეჩილაძე საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს

მომღერალი გია გაჩეჩილაძე საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღეს აფუძნებს. გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს ისაუბრა. ევროპის მოედანზე გამართულ ბრიფინგზე უცნობმა აღნიშნა, რომ ამ დღეს, ყოველწლიურად, 9 აპრილს აღნიშნავს, მათ შორის, პირველი ღონისძიება წელს გაიმართება.

"სახეზეა, რომ "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში, თავისი არასწორი პოლიტიკით დამნაშავე ძალებთან ფსევდოდაპირისპირების ინსცენირებით მივიდა იქამდე, როდესაც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივ მშვიდობას. ამიტომ, სწორედ საჭიროა, გაისმას ქართველი ხალხის ხმა. 9 აპრილს ვიკრიბებით ევროპის მოედანზე და გვინდა დავაფუძნოთ ქართველი ხალხის მარადისობის დღე, რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება," - ამბობს გია გაჩეჩილაძე. 

დღის ამბები