19 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
იმუნიზაციის გარეშე ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ - მარინა ენდელაძე

სპეციალისტები მოსალოდნელ მესამე ტალღაზე საუბრობენ და ამის ფონზე ყურადღებას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმუნიზაციის გარეშე ქვეყანა შექმნილი ვითარებიდან ვერ გამოვა. 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც ჯერ მედიკამენტი არ არის შექმნილი, გამოსავალი ვაქცინაციაა

"იმუნიზაციის გარეშე ჩვენ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. ახლა, მით უმეტეს, პერიოდია, რომ მთელი მსოფლიო ელოდება უკვე მესამე ეტაპს, როდესაც შეიძლება ისევ იყოს მატება და ყველასათვის და მსოფლიოში ზოგადად მიღებულია, რომ ერთადერთი პანდემიისგან თავდაცვის საშუალება არის ვაქცინაცია და პარალელურად - მედიკამენტი. ჯერ მედიკამენტი არ გვაქვს, დარჩა ვაქცინაცია,“ - აცხადებს მარინა ენდელაძე.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და იმ სტატისტიკაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ვაქცინაციამ მილიონობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, იმუნიზაციის პროცესი. ელემენტარული სტატისტიკა არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მარტო წითელას აცრამ 2.5 მილიონი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ COVID-19-თან მიმართებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ხელშესახები მეტი დავუპირისპირეთ ამ ინფექციას, რომელიც რამდენიმე ტალღას ავითარებს ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ქვეყანაშიც ვსაუბრობთ მესამე ტალღაზე. მსგავსი ტიპით ცხოვრება რომ არ გაგრძელდეს, რაც, თავისთავად, უკავშირდება ბუნებრივია ამ გახსნა-დაკეტვასთან დაკავშირებულ დისკომფორტს და გარდა დისკომფორტისა, ეკონომიურ ძალიან სერიოზულ რეცესიას,“ - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

დღის ამბები