მოძრაობა "საქართველოსთვის" სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან.
როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი უნდობლობას უცხადებენ საქალაქო სასამართლში ადმინისტრაციული წესით მიმდინარე პროცესებს და პროტესტის ნიშნად არ აპირებენ სხდომებზე დასწრებას.
"ამ შენობაში მიიღება პოლიტიკოსებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე გადაწყვეტილებები. ნიკა მელია ამ ოფისში მიღებული გადაწყვეტილებით დააპატიმრეს. 8 სასამართლო გვაქვს წინ, სასამართლოს ვუცხადებთ უნდობლობას და არცერთ პროცესს არ დავესწრებით,"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია.