03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
სვანიძის ქუჩაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

უკვე რამდენიმე საათია სტიქიის ზონაში კერძოდ სვანიძის ქუჩაზე სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალისტები აღნიშნულ ქუჩაზე სპეციალური მოწყობილობებით შევიდნენ. ქუჩაზე მიმდინარე დასუფთავების სამუშაოები შეჩერებულია და ადგილიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე. 

სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაზარალებულები, რომლებიც ელოდებიან სამუშაოების დასრულებას რათა დაზიანებული სახლებიდან გადარჩენილი ნივთები გამოიტანონ. 

სხვანიძის ქუჩაზე ასევე იმყოფებიან წითელი ჯვრის წარმომადგენლები, რომელების აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები